გაცვალე, რასაც აღარ იყენებ
ფარა ვარე ქართული გაცვლის აპლიკაციაა. აქ ნივთებს არ ყიდიან, არამედ ცვლიან. ფული საერთოდ არ მონაწილეობს.
როგორ ხდება გაცვლა
ოთხი ნაბიჯი, თავიდან ბოლომდე.
- განათავსე ნივთი, რომელიც აღარ გჭირდება, ფოტოთი და აღწერით.
- გადაფურცლე სხვისი ნივთები: მარჯვნივ თუ მოგწონს, მარცხნივ თუ არა.
- შესთავაზე გაცვლა. მფლობელი დათანხმდება, აიღებს განსახილველად ან უარყოფს.
- შეთანხმების შემდეგ ჩატში შეუთანხმდი, სად და როდის შეხვდებით, და ნივთები პირადად გაცვალე.
მნიშვნელოვანია
უსაფრთხოდ შეხვედრა
გაცვლა პირადად ხდება, ამიტომ რამდენიმე მარტივი წესი დაიცავი.
- შეხვდი მხოლოდ საჯარო ადგილას: მეტროსთან, სავაჭრო ცენტრში ან კაფეში. არასდროს სახლში.
- სასურველია დღის განმავლობაში, სადაც ხალხმრავლობაა.
- თუ შეგიძლია, წაიყვანე მეგობარი და გააფრთხილე ვინმე, სად მიდიხარ.
- ადგილზე შეამოწმე ნივთი გაცვლამდე. თუ რამე არ ემთხვევა აღწერას, არ გაცვალო.
- საეჭვო ქცევა დაარეპორტე: ყველა განცხადებასა და პროფილზეა ღილაკი „დაარეპორტე“.
აპლიკაციაში
ხუთი განყოფილება, მეტი არაფერი.
- გარიგებებიშეთავაზებები, გაცვლები და ჩატი
- შენახულინივთები, რომლებიც მოგეწონა
- სვაიპინივთების აღმოჩენა ბარათებით
- კატეგორიებიძებნა და დათვალიერება
- პროფილიშენი ნივთები და პარამეტრები
შესვლის შემდეგ ნივთს დაამატებ + ღილაკით, ზედა მარჯვენა კუთხეში.