დახმარება
კითხვები, უსაფრთხოება და კონტაქტი — ერთ გვერდზე.
უსაფრთხოება
გასაჩივრება
თითოეულ განცხადებასა და პროფილზეა ღილაკი „დაარეპორტე“. განაცხადი კონფიდენციალურია — მეორე მხარე ვერ გაიგებს, ვინ დაარეპორტა.
დაბლოკვა
პროფილიდან, განცხადებიდან ან ჩატიდან. დაბლოკილს ვეღარ ხედავთ ერთმანეთს. სიას მართავ პარამეტრებში.
ანგარიშის წაშლა
პარამეტრები → ანგარიშის წაშლა. ყველა მონაცემი იშლება, ნებისმიერ დროს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს გაცვლა?
განათავსე ნივთი, აღმოაჩინე სხვისი სვაიპით ან ძიებით, და გაუგზავნე შეთავაზება — შენს ერთ ნივთს სცვლი მის ერთ ნივთში. თუ მფლობელი დაეთანხმება, ორივე განცხადება „გაცვლილად“ მოინიშნება და ჩატში შეთანხმდებით შეხვედრაზე. ფული პლატფორმაზე არ მოძრაობს.
რატომ არ მიშვებს განცხადების დამატებაზე?
განცხადების განთავსება, შეთავაზება, კომენტარი და მიმოწერა ელ. ფოსტის დადასტურების შემდეგ იხსნება. შეამოწმე ფოსტა (სპამიც) — ბმული რეგისტრაციისთანავე გამოგზავნილია.
როგორ ვიყო უსაფრთხოდ?
შეხვდი საჯარო, ხალხმრავალ ადგილას დღის განმავლობაში. ნივთი შეამოწმე ადგილზე, სანამ გაცვლას დაასრულებ. არავის გაუზიარო პაროლი ან ერთჯერადი კოდი — ფარა ვარე ასეთს არასდროს გთხოვს.
ვიღაც მაწუხებს. რა ვქნა?
დაბლოკე — ღილაკი მისი პროფილიდან, განცხადებიდან ან ჩატიდან. ამის შემდეგ ვეღარ დაინახავთ ერთმანეთს და ღია შეთავაზებები გაუქმდება; მას ამის შესახებ არაფერს ვატყობინებთ. თუ წესებს არღვევს, ასევე დაარეპორტე — 24 საათში განვიხილავთ.
როგორ წავშალო ანგარიში?
პარამეტრები → ანგარიშის წაშლა. წაიშლება ყველაფერი: განცხადებები, ფოტოები, მიმოწერა, შეთავაზებები და შეფასებები. მოქმედება შეუქცევადია.
პაროლი დამავიწყდა.
შესვლის გვერდზე დააჭირე „დაგავიწყდა პაროლი?“ — აღდგენის ბმულს ელ. ფოსტაზე გამოგიგზავნით.
იხილე აგრეთვე წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.